Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედგეგად სულ ცოტა ათი ადამიანი დაიღუპა


ჩრდილოეთ ერაყში კვირას, თვითმკვლელის მიერ სამგლოვიარო ცერემონიაზე მოწყობილი აფეთქების შედგეგად სულ ცოტა ათი ადამიანი დაიღუპა და 25-მდე დაიჭრა. აფეთქება მოხდა ქალაქ მიყდადიაში, ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 80 კილომეტრზე. ასაფლავებდნენ გავლენიან ტომის შეიხს, სუნიტ მუდჰერ ალი ალ-შალალს, რომელიც შაბათს მოკლეს უცნობმა პირებმა. მამამისი იყო დამაარსებელი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი სუნიტური გასამხედროებული ორგანიზაცია „შაჰვასი“, რომელიც „ალ-ყაიდას“ უპირისპირდებოდა. ჯერჯერობით არავის უკისრია მომხდარისთვის პასუხისმგებლობა. მიმდინარე წლის დაწყებიდან ერაყში სუნიტებსა და შიიტებს შორის შეტაკებებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG