Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა უკრაინაში შექმნილ ვითარებას


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს 1 დეკემბერს განცხადებით გამოეხმაურა: „დღეს ღამით ბევრი უკრაინელი კვლავაც გამოხატავს ძლიერ მხარდაჭერას მათი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისადმი. ადამიანებს ყველგან აქვთ უფლება დემოკრატიული გზით გამოხატონ თავიანთი შეხედულებები. მოვუწოდებ ყველა მხარეს ყველაფერი გააკეთონ ძალადობისა და ძალის გამოყენების თავიდან ასაცილებლად. დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობა და ძალის გამოყენება არ არის პოლიტიკური დაპირისპირების გადაჭრის გზა. ყველას მოვუწოდებ კონსტიტუციური და დემოკრატიული ნორმების შესაბამისად მოქმედებისკენ. ნატო პატივს სცემს ყველა უკრაინელსა და უკრაინელი ხალხის დემოკრატიულ იდეალებს. მოვუწოდებ უკრაინას, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანას, სრულად დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები და პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების თვისუფლებას.
XS
SM
MD
LG