Accessibility links

უკრაინაში დღეს აპირებენ მინისტრთა კაბინეტის პიკეტირებას


უკრაინის დედაქალაქში დღეს საპროტესტო აქციები ახალ მუხტს შეიძენს. უკრაინის ოპოზიციური პარტიის -„უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინელებს დედაქალაქში შეკრებისკენ მოუწოდა, რადგან, მისი განცხადებით, ქვეყნის „ბედი იქ წყდება“. ოპოზიციური ფრაქციის - „ბატკივშჩინის“ ლიდერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ ორშაბათს დაიწყება მინისტრთა კაბინეტის პიკეტირება და რომ ამ დღეს „მთავარი პოლიტიკური მოთხოვნაა მინისტრთა კაბინეტის გადადგომა, მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებაზე რეზოლუცია უკვე წარედგინა პარლამენტს. „რეგიონების“ პარტია ვალდებულია აირჩიოს ისეთი მთავრობა, რომელიც არ გაძარცვავს ხალხს, არ გასცემს ბავშვების ცემის ბრძანებას. ჩვენი მთავარი მიზანია იანუკოვიჩის გადადგომა, ჩვენ გვსურს აზაროვის მთავრობის გადადგომა“. ვიტალი კლიჩკომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დარბევის შესახებ განაცხადა, რომ ეს არა თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყანა, არამედ „დიქტატურაა“.
XS
SM
MD
LG