Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯან-ირანის საზღვართან მოკლეს მესაზღვრე ოფიცერი


აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ოფიცერი მოკლეს სროლისას, რომელიც მოხდა აზერბაიჯან-ირანის საზღვართან, ლენქორანის რაიონში. ბაქოს ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა კვირა საღამოს. სროლა დაიწყო, როცა ირანის მხრიდან საზღვრის გადაკვეთას შეეცადა მანქანა, რომელშიც რამდენიმე პირი იჯდა. სროლისას დაიღუპა 37 წლის მაიორი მაქსუდ ნაგიევი. ორი სხვა სამხედრო საავადმყოფოში მოათავსეს. სხვა დეტალი არ არის ცნობილი. ეს ინციდენტი მოჰყვა ნოემბერში ნახჭევანის ავტონომიური ოლქის მონაკვეთში ირანსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო პუნქტიების დროებითი დაკეტვა ასევე შეიარაღებული ინციდენტის შედეგად.
XS
SM
MD
LG