Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი სომხეთში ჩავიდა საპროტესტო გამოსვლების ფონზე


ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლაში ერევანში, ორშაბათს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სომხეთში ჩასვლის დღეს. ამ ქვეყანაში პუტინის ვიზიტის დაწყების დღეს მოწყობილი გამოსვლის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ მოსკოვის წანამძღოლობით მოქმედ „საბაჟო კავშირში“ სოხეთის გაერთიანების სურვილის წინააღმდეგ. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები: „გააჩერეთ რუსეთი“, „პუტინ, შინ წადი!“, „სერჟ წადი აქედან!“. პოლიციამ პრეზიდენტის სასახლისკენ მსვლელობას გზა გადაუკეტა და განაცხადა, რომ დემონსტრაციის ორგანიზატორებს არ ჰქონდათ მსვლელობის მოწყობის უფლება. პუტინი ორშაბათს ქალაქ გიუმრიში ჩავიდა, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზას ეწვევა და ბიზნესმენთა შეხვედრას დაესწრება. სტუმარი რუსეთიდან რაზდანის თბოელექტროსადგურის ახალი სექციის გახსნის ცერემონიაზეც მივა. მოგვიანებით პუტინი ერევანში ჩავა, სადაც ბელორუსიის, ყაზახეთის და რუსეთის „საბაჟო კავშირის“ გარშემო იმსჯელებს სომეხ კოლეგასთან, სერჟ სარქისიანთან ერთად.
XS
SM
MD
LG