Accessibility links

logo-print

საქართველო მიესალმება ირანის ბირთვული პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებას


საქართველო მიესალმება ირანის ბირთვული პროგრამაზე ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებას - განუცხადა Reuters-ს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი მწვავე საკითხის დიალოგით მოგვარების პერსპექტივა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოლაპარაკების უშუალო მონაწილეებისთვის, არამედ ზოგადად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ”ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებით განაგრძობს კონსტრუქციულ თანამშრომლობას პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG