Accessibility links

ვანო მერაბიშვილს არ სურს მისი ერთ-ერთი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ


საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს არ სურს, რომ მის წინააღმდეგ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის გამო აღძრული საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მერაბიშვილმა უარის მიზეზად ის დაასახელა, რომ არ სურს კიდევ 12 ადამიანი მოექცეს პროკურატურის ზეწოლის ქვეშ. ”ეს პოლიტიკური პროცესია და არ მინდა ამ პოლიტიკური ზეწოლის პროცესში, ჩემთვის უცნობი ადამიანები ჩავრთო",- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
XS
SM
MD
LG