Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძეს უკრაინის მოვლენების მშვიდობიანად დასრულების იმედი აქვს


უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მშვიდობიანად დასრულების იმედი აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ”ერთადერთი, რისკენაც ჩვენ შეგვიძლია მოვუწოდოთ როგორც დემონსტრანტებს, ასევე მთავრობას არის ის, რომ ძალის გარეშე, დიალოგით მოახერხონ კონსენსუსის მიღწევა", - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ. მისი შეფასებით, ეს მარტივი ვერ იქნება მას შემდეგ, რაც მოხდა ძალის გამოყენება, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ორივე მხარე შეეცადოს სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარებას. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებითვე, საქართველოს ევროპულ არჩევანზე გავლენას ვერაფერი მოახდენს, მათ შორის ვერც უკრაინის მოვლენები. მაია ფანჯიკიძე ამ კვირაში უნდა გაემგზავროს კიევში, სადაც 4 დეკემბერს დაგეგმილია ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
XS
SM
MD
LG