Accessibility links

დავით ბაქრაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება


"რაც დღეს ხდება უკრაინაში, განსაზღვრავს იმასაც, თუ რა მოხდება მომავალი წლის განმავლობაში საქართველოში” - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, უკრაინის წარმატება ნიშნავს ევროკავშირის აღმოსავლეთ მიმართულების წარმატებას და იმას, რომ რუსეთი იძულებული იქნება უარი თქვას სხვა ქვეყნებზე ზეწოლაზე. ”სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს არ მიეცეს ევროპისგან უკრაინის იზოლირების შესაძლებლობა, რადგან თუ ეს დღეს უკრაინაში მოხდება, ხვალ ძალიან დიდი ალბათობით რუსეთი იმავეს შეეცდება საქართველოში” - განაცხადა ბაქრაძემ.
XS
SM
MD
LG