Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ უკრაინაში გამონახავენ კრიზისის დაძლევის პოლიტიკურ გზებს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ უკრაინის პოლიტიკური ძალები და მათი ლიდერები გამონახავენ კრიზისის დაძლევის პოლიტიკურ გზებს და მთავრობის მიერ რეალიზებული იქნება უკრაინელი ხალხის არჩევანი. ”ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მისი არჩევანისადმი პატივისცემას ვადასტურებთ” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა თბილისში, სუამის წევრი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა ერთად განაგრძობენ სვლას დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროსკენ. ”შეუძლებელია საქართველოსთვის რაიმე კარგი იყოს, თუ ის არ არის კარგი უკრაინელი ხალხისთვის” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
XS
SM
MD
LG