Accessibility links

საქართველოში ვიზიტი ვადამდე შეწყვიტა უკრაინის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა


უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში ვიზიტი ვადამდე შეწყვიტა უკრაინის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუსლან კოშულინსკიმ, რომელიც თბილისში ესწრებოდა სუამის წევრი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სხდომას. საქართველოდან გამგზავრებამდე კოშულინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში კიევის მსგავსი აქციების შემდეგ მთავრობა მთელი შემადგენლობით გადადგებოდა, მაგრამ უკრაინაში ეს არ მოხდა. რადის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ 3 დეკემბერს კიევში პარლამენტის სხდომაა დანიშნული, თუმცა, ივარაუდა, რომ დეპუტატები მუშაობას ვერ შეძლებენ.
XS
SM
MD
LG