Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის კონფლიქტის მსხვერპლთა რიცხვი 126 ათასს მიუახლოვდა


ორგანიზაცია სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მონაცემებით, 126 ათასს უახლოვდება სირიაში კონფლიქტის შედეგად დაღუპულების რიცხვი. ორგანიზაცია გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს და საერთაშორისო თანამეგბრობას მოუწოდებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ომისათვის ბოლოს მოსაღებად. „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ განმარტებით, მას ადგილობრივი წყაროებისაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით, 1 დეკემბრამდე აქვს აღრიცხული თითქმის 126 000 დაღუპული. მათი მესამედი სამოქალაქო პირები არიან, თითქმის 28 000 კაცი - მეამბოხეა, ხოლო 50 000-ზე მეტი დაღუპული - სირიის პრეზიდენტის მომხრე ჯარისკაცი. სირიაში კონფლიქტი დაიწყო 2011 წლის მარტში მშვიდობიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციებით, რომლებიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა ძალას მიმართა პროტესტის ჩასახშობად.
XS
SM
MD
LG