Accessibility links

logo-print

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დაიწყო ტურნე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იაპონიაში ვიზიტით დაიწყო ერთკვირიანი ტურნე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც იაპონიას და ჩინეთს შორის დაძაბულობას იწვევს სადავო კუნძულები. ბაიდენი ორშაბათს საღამოს ჩაფრინდა ტოკიოში და ამავე კვირაში ეწვევა ჩინეთს და სამხრეთ კორეას. მისი ამოცანაა სამხედრო დაძაბულობის განმუხტვა და მოკვაშირე იაპონიის მიმართ მხარდაჭერის დადასტურება. გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და სამხრეთმა კორეამ უგულებელყვეს ჩინეთის მიერ საჰაერო თავდაცის ზონის გამოცხადება აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაზე. ზონა მოიცავს კუნძულებს, რომლებზეც პრეტენზია აქვთ იაპონიას, ჩინეთსა და ტაივანს. ზონა მოიცავს ასევე წყალქვეშა კლდეს, რომელზეც სამხრეთი კორეა აცხადებს, რომ მას ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG