Accessibility links

logo-print

ტაილანდში პოლიციის შტაბ-ბინის ასაღებად ემზადებიან


ბანგკოკში ქუჩის საპროტესტო აქციების კოორდინატორმა მოუწოდა მომხრეებს, სამშაბათს შტურმით აიღონ პოლიციის შტაბ-ბინა. ტაილანდის დედაქალაქში ორშაბათს კვლავაც გრძლედებოდა შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელისუფლების შეცვლას ე.წ. ეროვნული საბჭოთი. უშიშროების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი პარადონრ პატანატაბურტი იტყობინება, რომ პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს. ტაილანდის პრემიერ-მინისტრი იინგლაკ ჩინავატი აცხადებს, რომ კონსტიტუცია არ აძლევს მას საშაულებას, დააკმაყოფილოს ოპოზიციის მოთხოვნები, თუმცა მზად არის მოლაპარაკებებისთვის.
XS
SM
MD
LG