Accessibility links

logo-print

სირიის ქრისტიანული ქალაქი ალყაშია


სირიის ისტორიული ქრისტიანული ქალაქი მაალულა, რომლის მოსახლეობაც არამეული ენის ერთ-ერთ დიალექტზე საუბრობს, კვლავაც ამბოხებულთა ალყაში იმყოფება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ წუხელ მეამბოხეებმა აიღეს ერთ-ერთი მონასტერი და ტყვედ აიყვანეს მონაზვნები და მონასტრის წინამძღვარი. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მებრძოლებმა, რომლებსაც კავშირი აქვთ ალ-ყაიდასთან, თავდასხმა მოაწყვეს არა მხოლოდ ქალთა მონასტერზე, არამედ სხვა მახლობელ ეკლესიებზეც. სირიის არმიის წარმომადგენლის ინფომრაციით, მაალულაში გაგზავნილია სამთავრობო შენაერთები.
XS
SM
MD
LG