Accessibility links

საფრანგეთის პრეზიდენტმა და პოლონეთის პრემიერმა უკრაინაზე ისაუბრეს


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს. ამის შესახებ იუწყება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური. საფრანგეთის პრეზიდენტმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვეს შეშფოთება ბოლო დღეებში კიევში განვითარებული მოვლენების გამო. მათ დაგმეს ძალადობა, რომლის შედეგადაც დაშავდნენ მანიფესტანტები, პოლიციელები და ჟურნალისტები. საფრანგეთის პრეზიდენტმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირი მზად არის ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას იმ პრინციპებისა და პირობების ფარგლებში, რომლებიც გათვალისწინებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით.
XS
SM
MD
LG