Accessibility links

უკრაინის პარლამენტში მსჯელობენ მთავრობისადმი უნდობლობის საკითხზე


უკრაინის პარლამენტში მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, გაიმართოს თუ არა კენჭისყრა მთავრობის მიმართ უნდობლობის საკითხზე. ოპოზიცია მოითხოვს მთავრობის გადადგომას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გადაწყვიტა, ვილნიუსის სამიტზე ხელი არ მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე. ამ ნაბიჯს მოჰყვა უკრაინაში 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ უდიდესი საპროტესტო აქციები. უკრაინის პარლამენტთან დღეს ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი ოპოზიციას ადანაშაულებს პარლამენტის აღებისთვის მზადებაში. აზაროვი აცხადებს ასევე, რომ საპროტესტო აქციები „სახელმწიფო გადატრიალების ნიშნებს“ ატარებს. უკრაინაში კრიზისის მიუხედავად, პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ჩინეთში გაემგზავრა, ფინანსურ დახმარებაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG