Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი თეატრის მოცეკვავეს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს


მოსკოვში სასამართლომ ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა ბალეტის მოცეკვავე პაველ დმიტრიჩენკოს, რომელიც დამნაშავედ ცნო დიდი თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელზე, სერგეი ფილინზე თავდასხმის შეკვეთაში. წელს, იანვარში მოწყობილი თავდასხმისას ფილინს სახეში მჟავა შეასხეს. სასამართლომ დამნაშავედ ცნო თავდასხმის შემსრულებელიც - იური ზარუცკი, რომელსაც 10 წლით პატიმრობა შეუფარდეს. ოთხი წელი პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლ ანდრეი ლიპატოვს.
XS
SM
MD
LG