Accessibility links

ევროკავშირი ხედავს პროგრესს ბოსნიის ლიდერებს შორის მოლაპარაკებაში


ევროკომისარი გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულე ხედავს „გარკვეულ პოზიტიურ პროგრესს“, რომელსაც ბოსნიის ლიდერებმა მიაღწიეს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ პრაღაში გამართულ მოლაპარაკებაზე. მოლაპარაკება, რომელიც 16 საათი გაგრძელდა და დღეს დილას დასრულდა, მიზნად ისახავს ერთსულოვნების მიღწევას ბოსნია-ჰერცეგოვინაში საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, რაც აუცილებელია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილების შესასრულებლად. ამ გადაწყვეტილებით, ბოსნიამ ყველა მოქალაქისთვის უნდა უზრუნველყოს უფლება, არჩეულ იქნეს ნაბისმიერ არჩევით თანამდებობაზე, ბოსნიის კოლექტიური პრეზიდიუმის ჩათვლით. ამ დროს, ბოსნიის კონსტიტუციით, ზოგი არჩევითი თანამდებობა ახლა მხოლოდ ხორვატების, ბოსნიელების და სერბებისთვის არის განკუთვნილი.
XS
SM
MD
LG