Accessibility links

თბილისში დასრულდა სუამ-ის წევრი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სხდომა


დღეს თბილისში დასრულდა სუამ-ის წევრი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის მე-6 სხდომა. მისმა მონაწილეებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს გაერთიანების წევრ სახელმწიფოებში არსებული კონფლიქტების მოუგვარებლობის გამო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონფლიქტები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, არამედ მთელი ევროპის სტაბილურობას. სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა კვლავ ადასტურებს ერთგულებას წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიმართ და მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. "საპარლამენტო ასამბლეა წუხს აგრესიული სეპარატიზმისა და ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ მიმართული მოქმედებების გამო და შესაბამის მხარეებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები საერთაშორისო ნორმებთან და საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებთან შეუთავსებელი ქმედებების აღსაკვეთად", - ნათქვამია კომუნიკეში. გარდა ამისა, საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს სახელმწიფოების სუვერენულ უფლებას, თავად აირჩიონ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მიუღებლად მიიჩნევს ამ მიმართულებით ყოველგვარ ზეწოლას.
XS
SM
MD
LG