Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიან ყარაბაღზე ისაუბრებენ


სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ოთხშაბათს კიევში გამართავენ შეხვედრას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოსალაპარაკებლად. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა სამშაბათს ერევანში უთხრა ჟურნალისტებს, რომ ის და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ელმარ მამადიაროვი ერთმანეთს შეხვდებიან კიევში ეუთოს მინისტერიალთან დაკავშირებით ვიზიტის დროს. ორი კვირის წინ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ვენაში გამართეს პირისპირ შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე სასაუბროდ. აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის რეგიონს, გასული საუკუნის 90-იანი წლების სისხლისმღვრელი ომის შემდეგ აკონტროლებენ ეთნიკური სომხები.
XS
SM
MD
LG