Accessibility links

logo-print

ავღანეთში საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს თალიბების საველე მეთაური


ავღანეთში ნატოს უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმისას მოკლეს თალიბანის საველე მეთაური, ჰაჯი ატაულა. მოკლულის ვინაობა გამოაცხადა აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე კუნარის პროვინციის პოლიციის წარმომადგენელმა. ნატოს საჰაერო დარტყმა განხორციელდა კუნარში, პაკისტანთან საზღვრის მახლობლად. ჰაჯი ატაულა მიჩნეული იყო ამ რეგიონში თალიბანის მოკავშირე სალაფიტი მებრძოლების გავლენიან ლიდერად. კუნარის მთიან რეგიონს თავს აფარებს ექსტრემისტების ბევრი ჯგუფი, რომელთა ნაწილიც თალიბების მოკავშირეა.
XS
SM
MD
LG