Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გრძელდება სახელისუფლებო შენობების პიკეტირება


კიევში ოპოზიციის მომხრეები პრეზიდენტ იანუკოვიჩის ადმინისტრაციისა და უმაღლესი რადის შენობების ბლოკირებას აპირებენ. ოპოზიციამ მომიტინგეებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისვლისა და სახელმწიფოს მეთაურისგან მთავრობის გადადგომის შესახებ განკარგულების ხელმოწერის მოთხოვნისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიკტორ იანუკოვიჩი 3 დეკემბერს ჩინეთში გაემგზავრა. „ფეისბუკზე“ არის ცნობა, რომ „ევრომაიდანისთვის“ საჭიროა მოხალისეები, საკვები, ტანსაცმელი, წამლები და საყოფაცხოვრებო ნივთები. სამშაბათს უმაღლეს რადაში გამოსვლისას უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს განახორციელებს. აზაროვმა ბოდიში მოიხადა 30 ნოემბერს „ევრომაიდანის“ მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო. უკრაინის ოპოზიცია მოითხოვს მთავრობის გადადგომას, რადგან ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმას ღალატად აფასებს. ხელისუფლება ოპონენტებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ოპოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს დიალოგზე წასვლას, თუკი ხელისუფლება „ევრომაიდანის“ სასტიკად დარბევაზე პასუხისმგებელ პირებს დასჯის და თუკი მთავრობა გადადგება.
XS
SM
MD
LG