Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ავღანეთს მოუწოდებს უსაფრთხოების შეთანხმების სწრაფად ხელმოწერისკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელმოწერა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ნაცვლად ავღანეთის თავდაცვის მინისტრს, ან მთავრობასაც შეუძლია. დოკუმენტის ხელმოწერა შესაძლებელს გახდიდა 2014 წლის შემდეგ აშშ-ის ჯარის ავღანეთში დარჩენას. ჯონ კერიმ ბრიუსელში მიმდინარე ნატოს მინისტერიალზე გამოსვლისას ავღანეთის მთავრობას მოუწოდა უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერისკენ. ჰამიდ კარზაი თვლის, რომ ის ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს აპრილში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე. აშშ და ნატო ავღანეთს შეთანხმების სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებენ, რადგან თვლიან, რომ კონტრიბუტორ ქვეყნებს მოქმედებების დასაგეგმად დრო სჭირდებათ. ვაშინგტონი თვლის, რომ შესაძლოა აშშ-ისა და ნატოს ყველა სამხედრომ დატოვოს ავღანეთი, თუკი უსაფრთხოების შეთანხმებას მალე არ მოეწერება ხელი.
XS
SM
MD
LG