Accessibility links

logo-print

უკრაინის პრემიერი ხედავს დაძაბულობის გამწვავების საფრთხეს


უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი ოპოზიციას მოუწოდებს, შეწყვიტოს პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავება. ამ მოწოდების ფონია ოპოზიციის საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. აზაროვმა ოთხშაბათს, მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას გააფრთხილა დემონსტრანტები, რომლებიც პიკეტს უწყობენ მთავრობის შენობებს, რომ კანონმდებლობის დამრღვევი პირების წინააღმდეგ დამსჯელ ზომებს მიმართავენ. ოპოზიცია მთავრობის გადადგომას მოითხოვს მას შემდეგ, რაც კიევმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. პროტესტი გაამწვავა აქციის დასაშლელად პოლიციის მიერ ძალის გამოყენებამ. კიევის ცენტრში კვლავ რჩება ათასობით დემონსტრანტი.
XS
SM
MD
LG