Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა შეაჩერა ავღანეთიდან ტვირთების პაკისტანზე გავლით გატანა


აშშ აცხადებს, რომ დროებით შეაჩერა ავღანეთიდან სამხედრო ტვირთების გასატანად პაკისტანზე ტრანზიტით სარგებლობა საფრთხის გამო, რომელიც სატვირთო მანქანების მძღოლებს ემუქრებათ. ეს საფრთხე მათ ექმნებათ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების იერიშების მოწინააღმდეგე პაკისტანელებისაგან. პენტაგონის პრესმდივნის, მარკ რაითის განცხადებით, აშშ-ის ტვირთების გადაზიდვა შეჩერებულია „თორხამის საგუშაგოდან კარაჩიმდე, მძღოლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. შეერთებულ შტატებს ავღანეთიდან აღჭურვილობა გააქვს, რადგან ამ ქვეყანას 2014 წლის მიწურულს დატოვებს ამერიკელი სამხედროების უმრავლესობა. პაკისტანში ბოლო დღეებში იმართება ანტიამერიკული საპროტესტო გამოსვლები უპილოტო თვითმფრინავების იერიშების გამო, რომლებიც მიმართულია ავღანეთის საზღვრის მახლობლად მყოფი ექსტრემისტების წინააღმდეგ. პაკისტანელი პოლიტიკოსები იერიშების წინააღმდეგ გამოდიან, რადგან მათ მიიჩნევენ ქვეყნის სუვერენობის დარღვევად და სამოქალაქო პირებისთვის სახიფათოდ. ვაშინგტონი კი აცხადებს, რომ უპილოტო თვითმფრინავების რეიდები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG