Accessibility links

logo-print

ლავროვი საჭიროდ მიიჩნევს კავკასიაში „ახალი რეალობის“ აღიარებას


რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებით, საჭიროა კავკასიაში ახალი რეალობის აღიარება. ეს შეფასება მან გამოთქვა ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ, როცა შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების პრობლემას. „ეს არის ახალი რეალობა კავკასიაში და ეს რეალობა აღიარებული უნდა იქნეს. ეს თანდათან აღწევს ადამიანების ცნობიერებაში. ის ფაქტი, რომ ჟენევის სხვადასხვა დისკუსიას ერთნაირად ესწრებიან სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველო რუსეთთან, შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, გაეროსთან, ეუთოსთან ერთად უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განსახილვევლად, ადასტურებს, რომ არ არსებობს წინ წასასვლელი გზა, დიალოგის გარდა“, განაცახადა ლავროვმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. იქვე ლავროვმა კრიტიკულად შეაფასა ნატოს გაფართოების კონცეფცია. მისი თქმით, საქართველოს საკითხის გაუთვალისწინებლადაც, რუსეთს სჯერა, რომ ნატოს გაფართოება არის ძველი, ცივი ომის პერიოდის ლოგიკის გაგრძელება.
XS
SM
MD
LG