Accessibility links

ლიბანში მოკლეს „ჰიზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი


ლიბანში შიიტების ექსტრემისტული ორგანიზაცია „ჰიზბოლა“ იუწყება მისი ერთ-ერთი ლიდერის, ჰასან ალ-ლაკისის მკვლელობის შესახებ. "ჰიზბოლას" ცნობით, ის წუხელ მოკლეს ბეირუთში, მისსავე სახლთან. ლიბანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, თავდამსხმელებმა ალ-ლაკისს ესროლეს, როცა ის მანქანაში იჯდა. „ჰიზბოლა“ ისრაელს ადანაშაულებს მკვლელობაში და აცხადებს, რომ ისრაელმა აქამდეც რამდენჯერმე სცადა ალ-ლაკისის ლიკვიდირება. ისრაელის საგარეო უწყების პრესმდივანმა ბრალდება უარყო.
XS
SM
MD
LG