Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე საქართველოს დაშლის საფრთხეს ხედავს თვითმმართველობის კანონში


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის შეფასებით, საქართველო დაიშლება თვითმმართველობის კანონის განხორციელების შემთხვევაში. ილია მეორემ ეს შეფასება გამოთქვა დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებისას. მისი თქმით, პარლამენტი და ხელისუფლება მსჯელობენ თვითმმართველობის საკითხზე, რომელიც მეტად რთული საკითხია და თუ განხორციელდა, საქართველოს დაშლამდე მიიყვანს. "ჩვენ არასდროს არ შევურიგდებით ამას. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უნდა უშუალოდ დაკავშირებული იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს დღეს ყოველ რაიონში", განაცხადა ილია მეორემ. ასევე ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გამოთქვა შეფასება, რომ თვითმმართველობის რეფორმა არ შეიცავს სეპარატიზმის საფრთხეს და ის ადგილობრივ არჩევნებამდე უნდა განხორციელდეს.
XS
SM
MD
LG