Accessibility links

logo-print

ლავროვი აკრიტიკებს უკრაინის კრიზისზე ნატოს რეაქციას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გარეშე ძალებს მოუწოდებს, ნუ ჩაერევიან უკრაინის პოლიტიკურ კრიზისში. ლავროვმა ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა აგრეთვე, რომ არ ესმის, რატომ ჩათვალა ნატომ საჭიროდ უკრაინის ხელისუფლების დაგმობა დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის ხმარებისათვის. კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში რამდენიმე დღეა, იმართება აქციები, რომლებზეც აპროტესტებენ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. რუსეთი ეწინააღმდეგება ევროკავშირთან უკრაინის დაახლოებას. რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი ოთხშაბათს მოსკოვში შეხვდა უკრაინის ვიცე-პრემიერ იური ბოიკოს და განაცხადა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია უკრაინაში „სტაბილურობითა და წესრიგით“. ბოიკო მოსკოვში გაემგზავრა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად, რაც ითვალისწინებს რუსეთიდან გაზის იმპორტის განხილვასაც.
XS
SM
MD
LG