Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი მომავალი ამნისტიის პირობებს ეთანხმება


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმრ პუტინმა თანხმობა გამოუცხადა ამნისტიის პირობებს, რომელთა მიხედვით შეიძლება განთავისუფლდნენ გრინპისის აქტივისტები, ასევე როკჯგუფ პუსი რაიოტის წევრები. ოთხშაბათს პუტინმა განაცხადა, რომ ამნისტია არ შეეხებაა მათ, ვინც არაერთი ან ძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა. მისი თქმით, ამნისტიამ ხაზი უნდა გაუსვას მთავრობის „ჰუმანურობას“, მაგრამ არ უნდა იქნეს ისე გაგებული, რომ დამნაშავეები დანაშაულს სჩადიოდნენ და „მეორე დღეს მთავრობისგან შეწყალებას მოელოდნენ“. ეს პუტინმა განაცხადა რუსეთის ომბუდსმენ ვლადიმირ ლუკინთან და პრეზიდენტის ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს თამჯდომარე მიხაილ ფიოდოტოვთან შეხვდრისას. ფიოდოტოვმა განაცხადა, რომ ამნესტი შეიძლება შეეხოს გრინპისის დაპატიმრებულ აქტივისტებს, საპატიმროში მყოფ ყოფილ ოლიგარქს მიხაილ ხოდორკოვსკის, ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის. პუსი რაიოტის წევრებს, ასევე შეიძლება შეეხოს ამნისტრია, რომელიც რუსეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG