Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 200 ლარი იქნება საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელფასის სახით 7 200 ლარს მიიღებს. საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი პრეზიდენტის ადმინისტრაციის არსებული დაფინანსების ფარგლებში გაიზრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილის შრომის ერთადერთი ანაზღაურება, წინამორბედისგან განსხვავებით, ხელფასია. "საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი, მათ შორის - შემცირებები, ვინაიდან აპარატს იმდენი ფუნქცია აღარ ექნება და რესურსი საკმარისი იქნება შრომის ანაზღაურების მოსაწესრიგებლად. პრეზიდენტის ხელფასის გაზრდა სრულიად შესაძლებელია არსებული დაფინანსების ფარგლებში. ძალიან ბევრი ხარჯი, რომელსაც წევდა წინა პრეზიდენტი, არ იქნება გაწეული. 9 ათასი ლარიდან პრეზიდენტი ხელზე აიღებს მხოლოდ 7 200 ლარს", - აღნიშნა ხადურმა. საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი ამ დროისთვის 4 720 ლარია.
XS
SM
MD
LG