Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შესახებ


საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიუსელში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მათივე ცნობით, სხდომის გახსნით სიტყვაში ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელობას. მან ხაზი გაუსვა საქართველოსთან არსებულ მყარ პარტნიორულ ურთიერთობას. "ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდით ბუქარესტის დაპირების განხორციელებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი", - აღნიშნა რასმუსენმა. გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში. მან, ასევე, აღნიშნა ის რეფორმები და დემოკრატიული მიღწევები, რასაც ადგილი აქვს საქართველოში და რაც გამოიხატა თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაში. "კიდევ არის სამუშაო და გასაკეთებელი ამ პროცესში, მაგრამ, საერთო ჯამში, თქვენ კიდევ უფრო დაუახლოვდით ნატოს. ალიანსი რჩება თქვენი მხარდამჭერი", - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
XS
SM
MD
LG