Accessibility links

logo-print

ბრაზილია არღვევს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების გრაფიკს


ბრაზილიის სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ ექვსი სტადიონი, რომლებიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შენდება, დანიშნული დროისთვის, ანუ დეკემბრისთვის მზად არ იქნება. ალდო რებეროს თქმით, ასევე ვერ მოესწრება წლის ბოლომდე სან-პაულუს სტადიონის დასრულება, სადაც 2014 წლის 12 იანვარს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია უნდა გაიმართოს. ფიფას წარმომადგენლები მკაცრად აკრიტიკებენ ბრაზილიის ხელისუფლებას ბიუჯეტის გადაჭარბებისა და ჩემპიონატისთის მზადების გრაფიკის დარღვევაში.
XS
SM
MD
LG