Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდერს ფოგ რასმუსენი აფრთხილებს ავღანეთს


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აფრთხილებს ავღანეთს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების დაფინანსება შესაძლოა შეწყდეს, სანამ არ მოეწერება ხელი უსაფრთხოების შესახებ ახალ ხელშეკრულებას. ”ბი-ბი-სისთან” ინტერვიუში რასმუსენმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხელი არ მოეწერება შეთანხმებას, ნატო, 2014 წლის ბოლოს მთლიანად დაასრულებს მოღვაწეობას ავღანეთში. როგორც ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, საჭირო საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე ნატოს ინსტრუქტორები ვერ გაწვრთნიან ავღანელ სამხედროებს. რამდენიმე ხნით ადრე ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ის ჯერჯერობით არ აპირებს ხელი მოაწეროს ნატოსთან თანამშრომლობის გაგრძელების შეთანხმებას. კარზაიმ ხაზი გაუსვა, რომ ამ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს იმან, ვინც 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოიპოვებს გამარჯვებას. ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის 5 აპრილსაა დანიშნული.
XS
SM
MD
LG