Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში თავდასხმამ 20-მდე ადამიანი შეიწირა


იემენის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა და 37 დაიჭრა თავდაცვის სამინისტროზე თავდასხმების შედეგად. თვითმკვლელი მოიერიშე დანაღმული ავტომანქანით დაეჯახა სამინისტროს კომპლექსს დედაქალაქ სანაში და გზა გაუხსნა შეიარაღებულ პირებს, რომლებიც მეორე ავტომანქანით შეიჭრნენ კომპლექსის ტერიტორიაზე. როგორც იუწყებიან, ჯარისკაცებმა კომპლექსზე კონტროლი აღადგინეს თავდამსხმელებთან შეტაკების შემდეგ. იუწყებიან, რომ თავდამსხმელების უმრავლესობა მოკლულია, თუმცა ცნობაში არ არის მოყვანილი მათი რიცხვი. იემენში მძიმედ მიმდინარეობს პოლიტიკური გარდაქმნა მას შემდეგ, რაც 2012 წლის თებერვალში ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შედეგად დაამხეს პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის 33-წლიანი მმართველობა.
XS
SM
MD
LG