Accessibility links

logo-print

კიევში საპროტესტო აქციების ფონზე იმართება ეუთოს მინისტერიალი


კიევი მასპინძლობს ეუთოს მინისტერიალს, რომლის ფონსაც ქმნის უკრაინის ევროინტეგრაციის მომხრეთა საპროტესტო აქციები. მათ პროტესტს იწვევს უკრაინის მთავრობის უარი ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაზე. კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე ათასობით დემონსტრანტი რჩება, სხვები ბლოკავენ სამთავრობო შენობებს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაბლოკეს პარლამენტის სხდომაც. დემონსტრანტები მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს. ეუთოს მინისტერიალის გახსნაზე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა საპროტესტო აქციებს უწოდა „სრულიად ნორმალური პროცესი ქვეყანაში, რომელშიც დემოკრატია ვითარდება“. ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაიამ ფანჯიკიძეც.
XS
SM
MD
LG