Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდის მეფე თანამემამულეებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ უსაფრთხოების დაცვას


ტაილანდის მეფე ბუმიბოლ ადულიადეი თანამემამულეებს მოუწოდებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ტაილანდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 86 წლის მეფემ, რომელიც სამშობლოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თავის დაბადების დღესთან დაკავშირებით მიმართა თანამემამულეებს. მეფეს არ უხსენებია მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკში. როგორც იუწყებიან, დემონსტრანტებმა დღეს შეაჩერეს მთავრობის შენობების წინააღმდეგ მიმართული აქციები, მაგრამ გამოაცხადეს, რომ ისევ განაახლებენ გამოსვლებს. დემონსტრანტები მოითხოვენ 2011 წელს არჩეული პრემიერ-მინისტრის, ინგლუკ შინავატრას და მისი მთავრობის გადადგომას.
XS
SM
MD
LG