Accessibility links

logo-print

კიევში მიმდინარეობს ეუთოს მინისტერიალი


კიევში მიმდინარეობს ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ორდღიანი სხდომა. პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. სხდომის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეუთოს მინისტერიალისგან მოელის ახალ იდეებს და უკრაინაში ამჟამად მიმდინარე პროცესების კონტექსტის გათვალისწინებას. მაია ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მშვიდობიანი დასასრული ექნება და უკრაინელი ხალხი მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს.
XS
SM
MD
LG