Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის წარმომადგენლები განაახლებენ უკრაინის მისიას


უკრაინის საკითხში ევროპარლამენტის წარმომადგენლებს, ალექსანდრ კვაშნევსკის და პეტ კოქსს მწვანე შუქი აუნთეს უკრაინაში ვიზიტების გასაგრძელებლად. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა გამოთქვა მზადყოფნა, მოქმედების ვადა გაუგრძელოს მისიას უკრაინის მთავრობას და ოპოზიციას შორის კავშირის დასამყარებლად. კვაშნევსკი, რომელიც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტია და ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი პეტ კოქსი 2011 წელს გააგზავნეს უკრაინაში ორი ამოცანით - შერჩევითი სამართლის საკითხზე მოსალაპარაკებლად და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პატიმრობის ჰუმანიტარული მხარის მოსაგვარებლად. ორივე ამოცანა შეუსრულებელი რჩება.
XS
SM
MD
LG