Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი ისრაელის უსაფრთხეობას ასახელებს "პრიორიტეტად" ირანთან მოლაპარაკებაში


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ისრაელის უსაფრთხოება მთავარ პრიორიტეტად დარჩება ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას, ამ ქვეყანასთან დროებითი შეთანხმების გაფორმების შემდეგაც. ამის შესახებ კერიმ ჟურნალისტებს უთხრა იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიანმინ ნეტანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ. კერიმ აღნიშნა აგრეთვე, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართული მთავარი სანქციები ძალაში დარჩება შეთანხმების მიუხედავად. ნეტანიაჰუმ უფრო ადრე განაცხადა, რომ საჭიროა ზომების მიღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული სანქციების კიდევ უფრო შესუსტება. სანქციები შემსუბუქდა მას შემდეგ, რაც ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ გასულ თვეში შეთანხმებას მიაღწიეს ჟენევაში. ისრაელი აკრიტიკებს ამ შეთანხმებას რომელიც ირანს აძლევს სანქციების შემსუბუქებით სარგებლობის შესაძლებლობას, ბირთვული პროგრამის მასშტაბის შემცირების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG