Accessibility links

logo-print

საქართველოში გაგრძელდება მუშაობა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის კონტრაქტორს ხელშეკრულება გაუგრძელდება. პრეს-სამსახური 5 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო. მიღწეულია მშენებელ კომპანიასთან შეთანხმება ხელშეკრულების გაგრძელების პირობებსა და ვადებზე. ამასთან, საჭიროდ მიიჩნევენ კიდევ ერთი საინჟინრო კვლევის ჩატარებას. შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის საკითხს ჟურნალისტებთან საუბარში შეეხო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია: "პროექტი გაგრძელდება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ის ვადებში ვერ ეტეოდა - ჯერ კიდევ ვერ ეტეოდა წინა ხელისუფლების პირობებში არსებული მშენებლობის ტემპიდან გამომდინარე, იქნა პროექტის ვადა გადაწეული", განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
XS
SM
MD
LG