Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში თავდასხმამ, სულ ცოტა, 50 ადამიანი შეიწირა


იემენის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, სულ ცოტა, 50 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა თავდაცვის სამინისტროზე თავდასხმების შედეგად. დაღუპულებს შორის არიან ექიმები, უცხოელი, ინდოელი, ფილიპინელი და ვენესუელელი მედიკოსებია. როგორც იუწყებიან, კოორდინირებული თავდასხმები დაიწყო იმით, რომ თვითმკვლელი მოიერიშე დანაღმული ავტომანქანით დაეჯახა სამინისტროს კომპლექსს დედაქალაქ სანაში და გზა გაუხსნა შეიარაღებულ პირებს, რომლებიც მეორე ავტომანქანით შეიჭრნენ კომპლექსის ტერიტორიაზე. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" საუბარში, ერთ-ერთმა თვითმხილველმა ასე აღწერა მომხდარი: „გავიგეთ აფეთქების ხმა. აფეთქების ტალღა დაეჯახა მეზობელ შენობებს და ფანჯრები ჩაამსხვრია. ბევრი ადამიანი და ბავშვი შეშინდა“. როგორც იუწყებიან, ჯარისკაცებმა იემენის თავდაცვის სამინისტროს კომპლექსზე კონტროლი აღადგინეს თავდამსხმელებთან შეტაკების შემდეგ. იემენში მძიმედ მიმდინარეობს პოლიტიკური გარდაქმნა მას შემდეგ, რაც 2012 წლის თებერვალში ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შედეგად დაამხეს პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის 33-წლიანი მმართველობა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG