Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტი მოელის დიდ ინვესტიციებს ჩინეთიდან


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მოელის უკრაინის ეკონომიკაში ჩინეთის მრავალმილიარდიან ინვესტიციებს. ამის შესახებ მან ხუთშაბათს განაცხადა პეკინში ვიზიტის შედეგებზე საუბრისას. იანუკოვიჩის თქმით, ინვესტიციებმა შესაძლოა, რვა მილიარდ დოლარს მიაღწიოს, თუმცა თანხა ჯერ არ დაუზუსტებიათ. ჩინეთში ვიზიტისას, ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის შეთანხმებებს უკრაინიდან ჩინეთში სოიოს და ქერის ექსპორტის, აგრეთვე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩენ გოპინმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერეს კიდევ რიგ დოკუმენტებს ავიაციისა და კოსმონავტიკის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ამასობაში, უკრაინაში გრძელდება ევროინტეგრაციის მომხრეთა დემონსტრაციები. მათ პროტესტს იწვევს იანუკოვიჩის გადაწყვეტილება, ნოემბრის ბოლოს, ვილნიუსის სამიტზე ხელი არ მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე. ოპოზიცია მოითხოვს უკრაინის პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას.
XS
SM
MD
LG