Accessibility links

თბილისის "დინამო" დატოვა მთავარმა მწვრთნელმა, დუშან უჰრინმა


საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ დატოვა მთავარმა მწვრთნელმა, ჩეხმა დუშან უჰრინმა. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა თბილისში, საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ. „დინამო“ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერია და დღეს ანგარიშით 3:1 დაამარცხა ლანჩხუთის „გურია“. უჰრინის განცხადებით, ის ჩეხეთში ბრუნდება. უჰრინი პარასკევს აპირებს საგანგებო პრესკონფერენციის გამართვას. დუშან უჰრინი 2012 წლის ივნისში დაინიშნა თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა 2012-2013 წლების სეზონში მოიგო საქართველოს ჩემპიონობა, საქართველოს თასი და სუპერთასი.
XS
SM
MD
LG