Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუმინული ამ ქვეყნის ენად აღიარა


მოლდავეთის რესპუბლიკამ რუმინული ენა აღიარა თავის ენად. საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთშაბათს დაადგინა, რომ მოლდავური ენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, როგორც ოფიციალური ენა, რუმინულით შეიცვლება. როცა მოლდავეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 1991 წელს, რუმინული იყო სახელმწფო ენა, მაგრამ 1994 წლის კონსტიტუციში მოლდავური ჩაიწერა სახელმწიფო ენად. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ალექსანდრუ ტანასემ განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დეკლარაციას უპირატესობა აქვს კონსტიტუციის მიმართ. კომუნისტებმა გადაწყვეტილება გააკრიტიკეს. მოლდავეთი რუმინეთის ნაწილი იყო 1940 წლამდე. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ რეგიონის ენად მოლდავური გამოცხადდა. რუმინეთის პრეზიდენტმა, ტრაინან ბასესკუმ მართლსაჯულების აქტი უწოდა გადაწყვეტილებას. თუმცა, მოლდავეთის კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად მოლდავური დარჩება ჩაწერილი, რადგან კონსტიტუციის შეცვლას პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება.
XS
SM
MD
LG