Accessibility links

უკრაინაში გრძელდება საპროტესტო ქციები


უკრაინაში გრძელდება საპროტესტო აქციები და სამთავრობო შენობების ბლოკირება. კიევის პოლიციის უფროსმა ვალერი მაზანმა განაცხადა, რომ, თუკი აქციის მონაწილეები უგულებელყოფენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ორშაბათამდე არ შეწყვეტენ სამთავრობო შენობების ბლოკირებას, პოლიცია მოქმედებაზე გადავა. პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა საპროტესტო აქციის ზოგიერთ მონაწილეს „ფაშისტი“ და „ექსტრემისტი“ უწოდა. კიევში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე დასავლეთის ქვეყნების არაერთმა მინისტრმა გამოხატა მხარდაჭერა აქციის მონაწილეების მიმართ.
XS
SM
MD
LG