Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთიდან შინისკენ გზაზე იანუკოვიჩი რუსეთში შეჩერდება


გავრცელებული ცნობებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, ჩინეთიდან შინისკენ მიმავალ გზაზე რუსეთში შეჩერდება. როგორც უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ იუწყება, იანუკოვიჩი სოჭში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართავს შეხვედრას. მოსკოვს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. იანუკოვიჩი ჩინეთს ოთხდღიანი ვიზიტით ესტუმრა. იქიდან ის პირდაპირ უნდა დაბრუნებულიყო უკრაინაში, სადაც ევროპული ორიენტაციის მომხრე დემონსტრანტები განაგრძობენ აქციებს და სამთავრობო შენობების ბლოკადას - პოლიციის მხრიდან გაფრთხილებების ფონზე. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა, რუსეთის მხრიდან ზეწოლის შედეგად, უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების და ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
XS
SM
MD
LG