Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი გმობს აშშ-ის მიერ დიპლომატების თაღლითობაში დადანაშაულებას


რუსეთმა დაგმო აშშ-ის მიერ გამოთქმული ბრალდება, რომ რუსი დიპლომატები და მათი ცოლები თაღლითურად სარგებლობდნენ შეერთებულ შტატებში ღარიბი მოქალაქეებისთვის მოქმედი ჯანდაცვის პროგრამით. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ეს ბრალდება მხოლოდ „რუსოფობ ძალებს“ უმაგრებს ზურგს. რიაბკოვის თქმით, რუსეთი ბრალდებებს არ ცნობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის აგენტები დაადანაშაულა ეჭვმიტანილ რუსებზე უკანონო დაკვირვების წარმოებაში. ნიუ-იორკის პროკურორების მიერ ხუთშაბათს გავრცელებული ცნობით, საქმე ეხება რუსეთის 49 მოქალაქეს - როგორც მოქმედ, ისე ყოფილ დიპლომატებს და მათ ცოლებს. პროკურორების ცნობით, დიპლომატებმა თაღლითობით შესძლეს ღარიბი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ჯანდაცვის პროგრამიდან 1,5 მილიონი დოლარის ღირებულების მომსახურებით სარგებლობა, მაშინ როცა ეჭვმიტანილები „ათი ათასობით დოლარს“ ხარჯავდნენ შვებულებებზე და ფუფუნების საგნებზე. დაპატიმრებული არავინ არ არის. პროკურორებმა აღიარეს, რომ ეჭვმიტანილებს, სავარაუდოდ, სასამართლო არ ემუქრება, რადგან მათ დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს.
XS
SM
MD
LG