Accessibility links

logo-print

ტიმოშენკოს სასამართლო ისევ გადაიდო


აღმოსავლეთ უკრაინაში, ხარკოვში, სასამართლომ კიდევ ერთხელ, ამჯერად 27 დეკემბრამდე გადადო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პროცესი, რომელიც გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდების გარშემო იმართება. გადადების მიზეზი გახდა პროცესში მონაწილეობაზე ტიმოშენკოს უარი. პარალელურად, სასამართლოს შენობაში უცნობმა თავდამსხმელმა იერიში მიიტანა ტიმოშენკოს ადვოკატზე, სერგეი ვლასენკოზე - მას სახეში შეასხა ანტისეპტიკური ხსნარი, „ბრილიანტის მწვანე“. ვლასენკოს სერიოზული ტრავმა არ მიუღია. ის ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს. პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მეტოქეს, ყოფილ პრემიერს, ტიმოშენკოს, უკვე მისჯილი აქვს შვიდი წლით პატიმრობა ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის გამო.
XS
SM
MD
LG